ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგა

16/08/2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტში, ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელ გზაზე დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. დღეიდან, ადგილობრივი მოსახლეობა ლეძაძამე-კვაუთის გზაზე გადაადგილებას უპრობლემოდ შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ტეხურმა ლეძაძამე-კვაუთის გზაზე არსებული ხიდი დაანგრია და 80-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში სტიქიის მომენტიდან ჩაერთო, ტექნიკის სრული მობილიზება მოახდინა. დეპარტამენტმა, დროებითი ხიდის დაპროექტებისა და მოწყობის სამუშაოები უმოკლეს ვადებში, 4 დღეში განახორციელა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0