მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით, ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება

29/05/2017

პროგრამის გეოგრაფიული არეალი მოიცავს 24 მუნიციპალიტეტის – წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის, ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთის, გორის, ქარელის, ახმეტის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ჩოხატაურის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ხულოს – იმ დასახლებებს, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილება.
პროგრამა ითვალისწინებს, მთიან რეგიონებში კოოპერატივების შექმნის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან მთელ რიგ დახმარებებს, მათ შორის ტექნიკისა და სათიბ-საძოვრების გადაცემას, რათა ხელი შევუწყოთ მეცხოველეობის განვითარებას. ეს პროგრამა ორი წელს მოიცავს და სახელმწიფოს მხრიდან იქნება 6 მილიონი ლარი გამოყოფილი,
პროგრამის ფარგლებში:
· მოხდება წვრილი ფერმერების კოოპერაცია, ინფრასტრუქტურისა და გადამამუშავებელი სიმძლავრეების შექმნის ხელშეწყობა.
· მოხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბებისა და საძოვრების ათვისება და ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვა.
· შეიქმნება რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო და მოხდება თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების წარმოება.
· პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბები და საძოვრები გრძელვადიანი იჯარით გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლების წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს, მფლობელობაში გააჩნიათა არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული.
· პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მერძეული და მეხორცული მიმართულების მაღალპროდუქტიული ჯიშების ფურების (უშობლების) შესყიდვა, რომლებიც 10%-იანი თანადაფინანსებით გადაეცემა კოოპერატივებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0