მობილური ტელეფონებისთვის აპლიკაცია GuriaTourism შეიქმნა

19/07/2017

მობილური ტელეფონებისთვის აპლიკაცია GuriaTourism შეიქმნა. აპლიკაცია ჯერჯერობით მხოლოდ „ანდროიდის“ სისტემაზე მომუშავე სმარტფონებისთვის არსებობს და მასში გურიის ტურისტული ძეგლებისა და რეგიონში არსებული ტურისტული სერვისების შესახებ ინფორმაციაა განთავსებული.
აპლიკაცია საშუალებას იძლევა, განსაზღვროთ მიმართულება მოცემული ადგილმდებარეობიდან შერჩეულ ობიექტამდე.
მოცემული ეტაპისთვის რუკაზე დატანილია 400-მდე ობიექტი და 9 ტურისტული მარშრუტი.
ეს აპლიკაციის “ბეტა“ ვერსიაა, რომელიც გამოხმაურებიდან გამომდინარე, წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით დაიხვეწება.
აპლიკაცია ქართულენოვანია, რომლის რუსულ და ინგლისურ ენაზე ვერსიების შექმნა იგეგმება.
მობილური აპლიკაცია ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის მიერ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ ფარგლებში მომზადდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0