მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში პროკურატურის წარმომადგენლები მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მოაწყობენ

07/12/2017

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას, რომლის შედეგად ორი არასრულწლოვანი გარდაიცვალა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები და განათლების რესურს – ცენტრი გამოეხმაურა. საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრა მოეწყო. საკრებულოს დარბაზში შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს არასრულწლოვანთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ დაგმეს ძალადობა. შეხვედრაზე არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. რესურს – ცენტრის ხელმძღვანელმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლის განხორციელებაც იგეგმება. კერძოდ, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში პროკურატურის წარმომადგენლები მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მოაწყობენ, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ იქნება მიმართული. დაგეგმილია ასევე მოსწავლეთა და მშობელთა შორის სამოქალაქო ცნობიერების ასამაღლებლად შეხვედრები და დისკუსიები. ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შორის საჯარო სკოლებში სხვადასხვა სახის სპორტული შეხვედრები მოეწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0