მცხეთა-მთიანეთის მხარეში ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობს

07/05/2021

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილესთან, გოჩა ქავთარაძესთან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს შეხვდა. რეგიონის რწმუნებული პირადად გაეცნო, პანდემიის პირობებში ცენტრის მუშაობას. დავით ნოზაძემ თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისათვის მადლობა გადაუხადა და მათ გვერდში დგომა აღუთქვა. სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, ყველა შესაბამისი უწყება რეგიონში მობილიზებულია იმისათვის, რომ მოხდეს დაწესებული რეგულაციების დაცვა. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„გავეცანი მცხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მუშაობის სპეციფიკას. ასევე, რეგიონის კოორდინატორისაგან მივიღე ინფორმაცია მცხეთა-მთიანეთის მხარეში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის, ვაქცინების შენახვისა და განაწილების პრინციპის შესახებ. ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია დაწესებული რეგულაციების აღსრულებისათვის. რაც შეეხება ვაქცინაციას, რეგიონში პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, ყველა ადგილი შევსებულია. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს აიცრან, რადგან დღეს ამ ვირუსისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება სწორედ ვაქცინაციაა,“-განაცხადა დავით ნოზაძემ.

„რეგიონში გვაქვს ექვსი ამცრელი დაწესებულება, ექვსივე ჩართულია ვაქცინაციის პროცესში. მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს გავაცანი, თუ რა მდგომარეობაა ჯანდაცვის ცენტრებში და ამცრელ დაწესებულებებში, თუ როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. მოვუწოდებ რეგიონის მოსახლეობას, დაიცვან რეგულაციები და აიცრან ვაქცინით,“-განაცხადა მცხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რეგიონის კოორდინატორმა, ბადრი კუკულაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0