პაატა ხიზანაშვილმა ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის რეგიონულ წარმომადგენლებს უმასპინძლა

17/01/2017

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ახლად დაფუძნებული რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე ორგანიზაციის დამფუძნებლებმა და პრეზიდიუმის წევრებმა, ახლად არჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ჩხარტიშვილთან ერთად, დეტალურად ისაუბრეს უახლოეს მომავალში განსახორციელებელი გეგმების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაცია სპორტის ოთხ სახეობას − მხატვრულ და სპორტულ ტანვარჯიშს, აკრობატიკასა და ბატუტზე ხტომას − აერთიანებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0