რამის გასანოვის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა

15/12/2018

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძემ, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილმა და სხვა მიწვეულმა სტუმრებმა, რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, ახალგაზრდა თვითნასწავლი მხატვრისა და მოქანდაკის, რასიმ გასანოვის ნამუშევარები დაათვალიერეს.

“მე აგიხელთ თვალებს”- ამ სახელწოდების პერსონალური გამოფენის ფარგლებში, მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, ახალგაზრდა ხელოვანმა, დამთვალიერებლის წინაშე,15 ნამუშევარი წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება რუსთავის მერიისა და მხატვართა გაერთიანება “გამას” ორგანიზებით გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0