რუსთავის ისტორიულ მუზეუმში ღონისძიება სახელწოდებით ,,მოდი ღამე მუზეუმში“ გაიმართა

28/05/2017

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში ღონისძიება სახელწოდებით ,,მოდი ღამე მუზეუმში“ გაიმართა. ღონისძიება აქციით :აღმოაჩინე შენი წინაპარი“ დაიწყო. მუზეუმის სტუმრებს, უახლესი წარსულის რუსთავის ამსახველ ფოტოებზე, საკუთარი წინაპრების-რუსთაველი მშენებლების, მეტალურგების, კულტურული ინტელიგენციის წარმომადგენლების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოების დათვალიერების საშუალება ჰქონდათ.
ღონისძიების ფარგლებში, თეატრალიზებული წარმოდგენა და რუსთავის მუზეუმის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენაც მოეწყო. ღონისძიებას საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე,რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
აქციას “მოდი ღამე მუზეუმში“ საფუძველი 2005 წელს, ევროსაბჭოს ეგიდით ჩაეყარა. წლევანდელი ღონისძიება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს თითქმის ყველა ისტორიულ მუზეუმში 27 მაისს გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0