საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, იაპონიის საელჩოს დახმარებით კიდევ ორ სახანძრო-სამაშველო ავტომობილს მიიღებს

19/03/2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, იაპონიის საელჩოს დახმარებით კიდევ ორ სახანძრო-სამაშველო ავტომობილს მიიღებს. იაპონიის საელჩოში გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე, საგრანტო ხელშეკრულებას ხელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა – თემურ მღებრიშვილმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა – იშიძუკა ჰიდეკიმ მოაწერეს. ოფიციალური მიღების ფარგლებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა დამსწრეებს სიტყვით მიმართეს და ელჩს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – მალხაზ მერაბიშვილი და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი – ლევან ივანაშვილი.ახალი სახანძრო-სამაშველო ავტომობილები განკუთვნილია როგორც ტყის, ასევე ურბანულ ხანძრებთან ბრძოლის წინააღმდეგ. გადმოცემული ავტომობილები, საჩხერის და დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო განყოფილებებში განაწილდება. პროექტი იაპონიის მთავრობის გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების (GGP) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. პროექტის ფარგლებში, იაპონელი პარტნიორების დახმარებით გადმოცემული უკვე მე-8 სახანძრო-სამაშველო ავტომობილია. მხარეებს შორის თანამშრომლობა 2018 წლიდან მიმდინარეობს და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0