სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

23/02/2017

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, რომელსაც მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე უძღვებოდა. სხდომაზე რეგიონის განვითარების სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები განიხილეს და მოიწონეს.
შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებლად 25 მილიონამდე ლარის ღირებულების 65 მასშტაბური პროექტი შეირჩა. ძირითადი პრიორიტეტებად მიმდინარე წელსაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ხიდების, საბავშვო ბაღების, სპორტული მოედნების, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია რჩება.
დღესვე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის 2017 წლის განახლებული სამოქმედო გეგმა დასამტკიცებლად საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას გაეგზავნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0