სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

23/02/2017

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების მონაწილეობით, საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე ხელმძღვანელობდა, განიხილეს და ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს რეგიონში 2017 წელს ცენტრალური და ადგილობრივი თანადაფინანსებით განსახორციელებელი 76 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი. მათ შორის: ყაზბეგის მუნიციპალიტეტში – დაბა სტეფანწმინდაში: შიდა ქუჩის (ილია ჭავჭავაძის) რეაბილიტაცია; (მოასფალტება) ღირებულებით 997515 ლარი. შიდა ქუჩის (მერაბ კოსტავა) რეაბილიტაცია (მოასფალტება) ღირებულებით 1400000 ლარი შიდა ქუჩის ( ვიქტორ ფიცხელაურის ) რეაბილიტაცია (მოასფალტება ) ღირებულებით 664970 ლარი; შიდა ქუჩის ( შოთა რუსთაველის ) რეაბილიტაცია (მოასფალტება) ღირებულებით 655000 ლარი თიანეთის მუნიციპალიტეტში: სოფლების ჩაბანოს, ახალსოფლისა და გოჯიანების წყალმომარაგების სისტემის მოწყობა. ღირებულებით 539.453 ლარი; სოფელ თუშურებში საბავშვო ბაღის მშენებლობა, ღირებულებით 274.907 ლარი დუშეთის მუნიციპალიტეტში: კულტურის სახლის რეაბილიტაცია, ღირებულებით 202.948 ლარი; სოფელ ჩანადირებთან და სოფელ მლაშესთან მისასვლელი საავტომობილო გზის მოასფალტება, ღირებულებით 1.259.539 ლარი სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მიზანია რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0