სახანძრო და სამაშველო სამსახურებს ოზურგეთში ახალი ბაზა ექნებათ

23/01/2017

სახანძრო და სამაშველო სამსახურებს ოზურგეთში ახალი ოფისი და ბაზა ექნებათ. ამ მიზნით, ქალაქ ოზურგეთში შს მინისტრის მოადგილეები, მერაბ მალანია და დავით ვარდიაშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ არჩილ თალაკვაძესთან ერთად, იმყოფებოდნენ. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შენობის სრული კაპიტალური განახლება, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მიმდინარე წელს იგეგმება. მინისტრის მოადგილეები მაჟორიტარ დეპუტატთან და ქალაქის მერთან, ბეგლარ სიორიძესთან ერთად, ოზურგეთში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებსაც შეხვდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0