სოფელ ოსიაურში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

17/08/2018

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო 3 კმ-მდე მონაკვეთი, დაიგო ასფალტის საფარი და გაკეთდა სანიაღვრე არხები. ასევე, განხორციელდა გზის დახაზვის სამუშაოები და განთავსდა საგზაო ნიშნები. ამიერიდან რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს 6 სოფელი. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა და მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0