სოფელ ყანობში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

12/02/2019

ბაგა-ბაღი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა-ალექსანდრე ზაგაშვილმა, მერის მოადგილეებთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან, ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის დირექტორთან, მოადგილესთან და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან ერთად გახსნა. ალექსანდრე ზაგაშვილმა ბავშვებს, მშობლებსა და თანამშრომლებს მიულოცა სასწავლო პროცესის დაწყება და წარმატებები უსურვა. საბავშვო ბაღს 13 აღსაზრდელი და 9 თანამშრომელი ჰყავს. ყანობში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს დასრულდა, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 195 025 ლარით დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0