სპექტაკლს ,,პიგმალიონი” რეგიონში მცხოვრები 500 მოსწავლე დაესწრო

21/01/2017

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის და ქუთაისის მესხიშვილის თეატრის ინიციატივით, რეგიონის წარმატებული ახალგაზრდებისთვის საქველმოქმედო აქცია მოეწყო. 12 მუნიციპალიტეტის 500-მა უფროსკლასელმა, ინგლისურენოვანი მიუზიკლი, ბერნარდ შოუს ,,პიგმალიონი“ მესხიშვილის სცენაზე იხილა. სპექტაკლი, ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით დაიდგა. დამდგმელი რეჟისორი მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძეა. ინგლისურენოვანი მიუზიკლის ჩვენება პირველად ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის საიუბილეო დღეებში გაიმართა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში და უელსის პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრნენ და მესხიშვილელების ,,პიგმალიონს“ ,,მსოფლიო პრემიერა“ უწოდეს. იმერეთის გუბერნია მესხიშვილის თეატრის პოპულარიზაციისა და მხარდაჭრისთვის, ანალოგიური აქციებს მთელი რეგიონის მასშტაბით, მომავალშიც აგრძელებს. სპექტაკლს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი შვილებთან ერთად დაესწრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0