ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი გაიხსნა

14/12/2018

ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში, ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით, ახალგაზრდები ინგლისურ ენას სოფლიდან გაუსვლელად შეისწავლიან, ხოლო ინგლისური ენის მასწავლებლები პროფესიულ გადამზადებას გაივლიან. ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში პროექტის პრეზენტაციას, საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ორგანიზაციის – „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში“ – დირექტორი ზაზა ფურცელაძე დაესწრნენ.
საზოგადოებრივი ცენტრი თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური უპირატესობების გამო შეირჩა. ცენტრის თანამედროვე შენობა აღჭურვილია კომპიუტერებით, უკაბელო ინტერნეტით, ბიბლიოთეკებით, სამკითხველო დარბაზებითა და შეხვედრების ოთახებით.

“კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათი სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება სახელწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ახალგაზრდებს და მათ განათლებას ეხება. განათლება კი საუკეთესო საშუალებაა მათთვის წარმატებული მომავლის შესაქმნელად”, – აღნიშნა გუბერნატორმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0