ფიჭვნარში ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები

24/08/2016

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი აგრძელებს საველე სამუშაოებს ფიჭვნარის ნაქალაქარსა და სამაროვანზე. მიკვლეულია ძვ.წ. IV ს-ის შვიდი სამარხი და ხუთი სარიტუალო მოედანი. ასევე: ამფორები, ანტიკური შავლაკიანი ჭურჭელი, მათ შორის დაკრძალვის რიტუალისათვის დამახასიათებელი ლეკიტოსები, მძივები, ბეჭდები, სამაჯურები, ოქროს ნახევრადმთვარისებრი საკიდები.
მიმდინარეობს ფართო საპრეპარაციო სამუშაოები ელინიზმისა და კლასიკური ხანის უძრავი კულტურული ფენებისა და ადრერკინის ხანის ზედა დონის მოკირწყლული მოედნის შესწავლის მიზნით. არსებითია, რომ მოპოვებულია მნიშვნელოვანი არტეფაქტები და იქმნება მყარი კრიტრიუმი არა მარტო ამ ეპოქების, არამედ , უძველესი პლასტების თანამიმდევრული კვლევისათვის.
დღეს, არქეოლოგიური გათხრები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა მირანდა ჩარკვიანმა დაათვალიერეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0