ქალაქ ბოლნისს კიდევ ერთი ქვაფენილიანი ქუჩა შეემატება

19/10/2018

ქალაქ ბოლნისს კიდევ ერთი ქვაფენილიანი ქუჩა შეემატება. შოთა რუსთაველის ქუჩაზე ამ წუთებში მძიმე ტექნიკა მუშაობს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია აღნიშნულ ქუჩაზე, ადგილობრივი ბაზალტით, ქვაფენილს დააგებს. სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ 45 კალენდარული დღის ვადაში უნდა დაასრულოს. რუსთაველის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდება. პროექტის ფარგლებში მოეწობა ტროტუარები და ბორდიურები. სამუშაოებისას ადგილობრივი მაცხოვრებლები დასაქმდებიან. მიმდინარე სამუშაოები დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0