ქედაში კვლავ ინტენსიურად თოვს

08/12/2016

ქედაში კვლავ ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარი 30-და 80 სმ-მდე აღწევს. დღის განმავლობაში ყველა დაზიანება ოპერატიულად იქნა აღმოფხვრილი და ამ დროის მონაცემებით ელექტროენერგია შეუზღუდავად მიეწოდება მთლიან მუნიციპალიტეტს. მობილიზებული იყოს სპეცტექნიკა და ინტენსიურად იწმინდებოდა გზები. საგზაო დეპარტამენტის ქედის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დღეს 10 მიმართულებით დასრულდა საავტომობილო გზების გაწმენდა თოვლის საფარისაგან. სამუშაოები ხვალ დილიდანვე განახლდება.
საბედნიეროდ მეწყერული პროცესები არ დაფიქსირებულა. მუნიციპალიტეტის გამგეობა ყველა შემოსულ ინფორმაციაზე ოპერატიულად რეაგირებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0