ქედაში სამამულო ომის მემორიალების კეთილმოწყობა გრძელდება

18/07/2017

დაბა ქედაში კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერში ობელისკის, უცნობი ჯარისკაცის საფლავისა და მემორიალის კეთილმოწყობის შემდეგ, სარემონტო სამუშაოები ამჯერად წონიარისის ტანკ-მემორიალსა და მიმდებარე სკვერს უტარდება. კვარცხლბეკზე ამორტიზირებული ფილების დემონტაჟი და გრანტის ფილების მოწყობა, სკვერის შემომფარგვლელი კედლის ფასადის მოწესრიგება, ლითონის მოაჯირების მონტაჟი, ბაზალტის ფილებით მოპირკეთება, მემორიალის დამუშავება და ანტიკოროზიული საღებავით შეღებვა, ლითონის სკამების განთავსება და დეკორატიული განათების მოწყობა – ეს ის სამუშაოებია, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,ემემტე” 17 466 ლარად აწარმოებს. პროექტი ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრების და მათში შემავალი სოფლების კეთილმოწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მუნიცპალიტეტში არსებულ სხვა მემორიალების სარემონტო სამუშაოებზე გამგეობის მიერ უკვე შედგენილია პროექტები, რომელსაც ეტაპობრივად განახორციელებს. კეთილმოწტობილი სკვერით წონიარისლები და ასევე ტურისტები, სექტიმბრიდან ისარგებლებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0