ქობულეთში სარკინიგზო გადასასვლელთან 27-30 მაისამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

27/05/2017

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 75-ე კილომეტრზე, რკინიგზის გადასასვლელთან, ტარდება საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოები. ამის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა 30 მაისის 24:00სთ-მდე. დროის ამ მონაკვეთში, ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ქ. ქობულეთში რუსთაველის ქუჩის გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0