ქუთაისში მინი მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

21/07/2017

ქუთაისში მინი მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. წელს 32 მოედანი მოეწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ,,გლობალ სტანდარტ მშენი” და ,,თეგიკა უნივერსალი” ასრულებენ. სულ სპორტული მოედნების რეაბილიტაცია 950 000 ლარი ჯდება. სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს და სრულად წლის ბოლოსთვის დასრულდება.
სამუშაოებს ზედამხედველობას ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური უწევს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0