შესაძლოა, სხალტბის წყალსადენის აღდგენა დაიწყოს

19/07/2017

შესაძლოა, სხალტბის წყალსადენის აღდგენა დაიწყოს. საქმეში პროფესიონალები ჩაერთვებიან. მცხეთის თემის საკრებულოს თავმჯდომარემ გეო ფიზიკის ინსტიტუტის წარმომადგენელებს საქმის დეტალები გააცნო. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ავთანდილ ოქროცვარძემ, გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა ნუგზარ ღლონტმა და მეცნიერ თანამშრომლებმა ავთანდილ თარხნიშვილმა და დავით ოდილავაძემ ადგილზე შეისწავლეს ვითარება და სამოქმედო გეგმა დასახეს. კვლევები პირველ ეტაპზე ელსაძიებლითა და რადიოლოკაციით დაიწყება. სხალტბის არხი თამარ მეფის ეპოქაშია აგებული. ის თიხის მილებით ამარაგებდა შიომღვიმის მონასტერსა და ახლომდებარე სოფლებს. არხის რესტავრაციის ბოლო მცდელობა ივანე ჯავახიშვილს ჰქონდა, თუმცა დაწყებული საქმე ფინანსური რესურსის არარსებობის გამო ვერ დასრულდა.
ამ დროისათვის არხი მთლიანად მიწითაა დაფარული და უცნობია, თუ რა მდგომარეობაშია ისტორიული ძეგლი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0