ცხრაწყაროს საბავშვო ბაღის ახალ კორპუსში სასწავლო პროცესი განახლდა

23/01/2017

სოფელ ცხრაწყაროში ახალი საბავშვო ბაღის შენობა დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ახალ კორპუსში სწავლის განახლება ბაღის პედაგოგებს და აღსაზრდელებს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს. საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა 2016 წელს დასრულდა. ახალი დაწესებულება 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 319 352ლარს შეადგენს. ცხრაწყაროში საბავშვო ბაღის შენობა წლების განმავლობაში ავარიულ, სასწავლო პროცესისთვის შეუფერებელ გარემოში აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც ერთგვარ პრობლემებს უქმნიდა, როგორც აღსაზრდელებს, ასევე პედაგოგებს. 2015 წლის შემდეგ ეს უკვე მეექვსე საბავშვო ბაღია, რომლის მშენებლობაც მუნიციპალიტეტში განხორციელდა. ზესტაფონის თვითმმართველობამ მთავარ გამოწვევად სწორედ საბავშვო ბაღების აგება, რეაბილიტაცია დაისახა. ახალი კორპუსებში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მოზარდებმა სკოლამდელი აღზრდა სათანადო პირობებში მიიღონ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0