ხარაგაულში საფეხბურთო მოედანი გაიხსნა

25/09/2017

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში მინი საფეხბურთო მოედანი გაიხსნა. მოედანი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში კობა ლურსმანაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. დღესვე, სოფლის ახალგაზრდებსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლებს შორის სიმბოლური მატჩი შედგა. მასპინძლემბა სტუმრები 4:2 დაამარცხეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0