ხაშურში შშმ ბავშვებისათვის განკუთვნილი ადაპტირებული ატრაქციონები გაიხსნა

22/02/2017

ხაშურის ცენტრალურ პარკში შშმ ბავშვებისათვის განკუთვნილი ადაპტირებული ატრაქციონები გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე, მუნიციპალიტეტის და საზოგადოების წარმომადგენლები.
ატრაქციონების დამონტაჟება ქალთა ასოციაციის ხაშურის ფილიალის ინიციატივით, ორბელიანის ფონდის მხარდაჭერით და ხაშურის მუნიციპალიტეტის თანადგომით განხორციელდა.
ორბელიანის ფონდის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატს და მის ბიუროს, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ა(ა)იპ „სავანეს“ და შპს „ფოლადს“ პროექტის განხორციელებაში გაწეული თანადგომისთვის.
აღსანიშნავის, რომ შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული ატრაქციონები დღემდე არამხოლოდ ხაშურის მუნიციპალიტეტში, არამედ შიდა ქართლის რეგიონშიც არ არსებობდა და ეს რეგიონული მასშტაბით პირველი პრეცენდენტია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0