ჯუმბერ ვარდმანიძე ორთაბათუმის ახალაშენებულ ბაღში იმყოფებოდა

15/02/2019

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ორთაბათუმის ახალაშენებულ ბაღში იმყოფებოდა. მერმა მოადგილეებთან, და მერიის წარმომადგენლებთან, ასევე ორთაბათუმის ბაღის თანამშრომლებთან ერთად, ბაღში არსებული ხარვეზები დაათვალიერა. მერმა ორთაბათუმის ბაღის ხარვეზების შემსწავლელ შესაბამის კომისიას არსებული პრობლემების შესწავლა და საგარანტიო ვადების მიხედვით მშენებელი კომპანიის მიერ ხარვეზების გამოსწორება მოითხოვა. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა ორთაბათუმის ბაღისათვის გამათბობელი აგრეგატის შეძენასთან დაკავშირებით. მერმა შესაბამის სამსახურებს დაავალა უმოკლეს დროში აღმოიფხვრას ბაღში არსებული ხარვეზები და დროულად იქნას შეძენილი გამათბობელი აგრეგატი. მერის განცხადებით ორთაბათუმის ბაღში აღმზრდელობითი პროცესი უმოკლეს დროში დაიწყება.
ორთაბათუმის ბაღის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. ბაღი 180 აღსაზრდელზე არის გათვლილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0