ჰუმანიტარული აქცია თიანეთში გაიმართა

23/03/2017

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლელა ქიტესაშვილის ინიციატივით, მცხეთა-მთიანეთის გუბერნიისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს, უკიდურესად შეჭირვებულ და უნარშეზღუდულ მოქალაქეებს, ჰუმანიტარული დახმარების სახით, ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები გადაეცათ. დ.თიანეთის მოსახლეობის ნაწილს მათთვის განკუთვნილი ამანათები გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა გადასცეს, ხოლო სოფლებში ჰუმანიტარული ტვირთის მოსახლეობისთვის დარიგება გამგებლის წარმომადგენლებმა უზრუნველყვეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0