ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, ავტობუსების მარშრუტები დროებით იცვლება

06/01/2018

შობის დღესასწაულზე, ტრადიციული ალილოს მსვლელობის გამო, 7 იანვარს, 14:00 საათიდან რუსთაველის გამზირი, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩები და ბარათაშვილის აღმართი დროებით დაიკეტება.
აღნიშნული მიმართულებით მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვლება. კერძოდ, რუსთაველის გამზირისგახსნამდე, ავტობუსები მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ელბაქიძის აღმართის გავლით იმოძრავებენ.
მას შემდეგ, რაც მსვლელობა ბარათაშვილის აღმართს მიაღწევს, ავლაბრიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები ავლაბრის მოედანზე დატრიალდებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0