არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ტურისტული ობიექტების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

08/12/2017

სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ტურისტული ობიექტების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2018 წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 18 ტურისტულ–რეკრეაციული ადგილის კეთილმოწყობა იგეგმება, რომელთა საერთო ღირებულება 254 527 ლარს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ტურისტულ ობიექტებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგება, წყაროებისა და ფანჩატურების კეთილმოწყობა, ტურისტული გამოსახედების მოწყობა და სხვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0