არჩილ ჯაფარიძე რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის სურსათის უვნებლობის სამსახურისა და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა

31/01/2018

სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის სურსათის უვნებლობის სამსახურისა და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა.
გუბერნატორი ადგილზე გაეცნო აღნიშნული სამსახურების საქმიანობას და მოისმინა ინფორმაციები დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
შეხვედრები კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა პირადად რეგიონის ხელმძღვანელისგან მოესმინათ ინფორმაციები მათთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვაზე.
გუბერნატორმა რეგიონული სამსახურების თანამშრომლებს მხარის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო და მოისმინა მათი შეფასებები სხვადასხვა მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0