გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავში, ქვემო ქართლის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა

30/09/2017

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავში, ქვემო ქართლის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.
რუსთავის მერობის კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა იქნება, გარდაბნის – რამაზ ბუდაღაშვილი, მარნეულის – თემურ აბაზოვი, ბოლნისის – დავით შერაზადიშვილი, დმანისის – გიორგი ტატუაშვილი, წალკის – ილია საბანაძე, ხოლო თეთრიწყაროს – გიორგი ქორიძე.
„თითოეული მათგანი ნამდვილი პროფესიონალია, რომლებიც მზად არიან, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, თითოეული თქვენგანის პრობლემის გადაჭრას მოახმარონ. დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათგანი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა და ერთად უნდა შევქმნათ კიდევ უფრო უკეთესი ხვალინდელი დღე“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0