გორში იუზეფ პილსუდსკის სახელობის სკვერი გაიხსნება

05/12/2017

პოლონელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწის, იუზეფ პილსუდსკის სკვერის გახსნის საზეიმო ცერემონიალთან დაკავშირებით, გორში პოლონური დელეგაცია იმყოფება. პომორსკიეს რეგიონის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს შიდა ქართლის გუბერნატორს, კახა სამხარაძეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ღონისძიებასთან დაკავშირებული დეტალები და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. მხარეებმა ერთამენეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. გუბერნატორმა პოლონურ მხარეს მადლობა გადაუხადა გამოჩენილი მხარდაჭერისთვის. გორში, წმინდაწყლის დასახლებაში არსებული სკვერი სწორედ პომორსკიეს რეგიონის ხელისუფლებამ დააფინანსა. ხვალ,6 დეკემბერს, სკვერის ტერიტორიაზე მოეწყობა გამწვანების აქცია, რომელშიც მონაწილეობას ქართულ მხარესთან ერთად, პოლონური დელეგაციის წარმომადგენლებიც მიიღებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0