გუბერნატორი სოფ. ჭრებალოს საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა

14/12/2017

სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭრებალოს საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მოისმინა ინფორმაციები სკოლაში არსებული მდგომარეობის შესახებ. გუბერნატორმა პედაგოგებს გააცნო მხარეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ისაუბრა მასწავლებლის როლზე საზოგადოების განვითარების პროცესში და აღნიშნა, რომ რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის ახალგაზრდები მუდმივად გამოირჩევიან ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შედეგებით და სხვადასხვა კონკურსში მიღწეული წარმატებებით, რაც მათი პედაგოგების დიდი დამსახურებაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0