გუდაურში დიპლომატიური სათხილამური შეჯიბრი DipSki 2018 გაიმართა

10/02/2018

გუდაურში დიპლომატიური სათხილამური შეჯიბრი DipSki 2018 გაიმართა. ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის ოფისისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის თანაორგანიზებით გაიმართა. სათხილამურო ტურნირი მიზნად ისახავს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციას. სათხილამურო ტურნირში მონაწილეობა მიიღო 100-მდე საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლმა, საქართველოს მთავრობის წევრებმა, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა უწყების წარმომადგენლებმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0