დასუფთავების მასშტაბურ აქციას ონის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა

27/04/2017

დასუფთავების მასშტაბურ აქციას ონის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ლობჯანიძემ, გამგებლის მოადგილე ირმა მაქარაშვილმა გამგეობისა და ა(ა)იპ ორგანიზაციების თანამშრომლებთან ერთად საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს დაწესებულებების ეზოები, სკვერები, მინერალური წყლების მიმდებარე ტერიტორიები, ასევე გაიწმინდა ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი. შეგროვებული ნარჩენების გატანა შპს „ონის კომუნალურმა სამსახურმა“ უზრუნველყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0