ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წყალტუბოს როგორც მომავლის კურორტისათვის

15/12/2017

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა წყალტუბოს განვითარებისა და იერ-სახის მოწესრიგების საკითხები ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებთან , მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებთან და იმ ძირძველ წყალტუბოელებთან ერთად განიხილა რომლებსაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი კურორტის განვითარებაში. ბატონმა გრიგოლმა შეკრებილებს განუმარტა, რომ აუცილებელია ერთობლივად შეადგინონ წყალტუბოს განვითარების გეგმა, შემუშავდეს კონკრეტული წინადადებები ქალაქის შემოსასვლელის, ბალნეოლოგიური პარკისა და ცენტრალური ქუჩების კეთილმოწყობისა და ზოგადად კურორტისათვის ტურისტულად მიმზიდველი იერსახის შესაქმნელად.
შეხვედრაზე ისაუბრეს წყალტუბოს განაშენიანებისა და კეთილმოწყობის ისტორიაზე, კურორტის ლანდშაფტის შეცვლის ტენდენციებზე, ყურადღება გაამახვილეს სამშენებლო სექტორის მდგომარეობაზე და ამ მხრივ არსებული რეალობის შეცვლის აუცილებლობაზე.
-,,სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურა, გარემოსდაცვითი და არქიტექტურული საკითხები, კულტურული მემკვიდრეობის თემები -ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წყალტუბოს როგორც მომავლის კურორტისათვის, ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში ეფექტური ნაბიჯები უნდა გადავდგათ ”-აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი. მისივე თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს კონკრეტულ წინადადებებსა და პროექტებს, რაც განსაზღვრავს კურორტის სწორად განვითარებისას აუცილებელი პარამეტრების დაცვას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0