ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტი მთავრობასთან ერთად აქტიურად იმუშავებს

09/02/2018

„ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გართულებები და პრობლემები ამ კუთხით. შესაბამისად, საჭირო თუ გახდება ამ კუთხით, მათ შორის, პარლამენტის ჩარევა, კანონმდებლობის დახვეწა, ჩვენ ამაზე აუცილებლად ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ მთავრობასთან ერთად“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების ზომებზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოსთვის პრივილეგიასთან ერთად, პასუხისმგებლობაცაა, რაც ქვეყნის ხელისუფლებას სრულად აქვს გაცნობიერებული.

„ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ვიზა ლიბერალიზაცია ჩვენთვის იყო როგორც პრივილეგია, ასევე, პასუხისმგებლობა, და ჩვენ, რა თქმა უნდა, სრულად ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას და ხელისუფლება იმოქმედებს ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად. ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ გართულებები და პრობლემები ამ კუთხით. შესაბამისად, საჭირო თუ გახდება ამ კუთხით, მათ შორის, პარლამენტის ჩარევა, კანონმდებლობის დახვეწა, ჩვენ ამაზე აუცილებლად ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ მთავრობასთან ერთად“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე გამართული საგანგებო თათბირი დროული იყო.

„ჩვენთვის მთავარია, რომ ყურადღებით ვიყოთ და პრევენციული ზომები თავიდანვე მივიღოთ, როგორც კი დავინახავთ რაიმე ნიშანწყალს შესაძლო პრობლემის გაჩენის. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ დროული იყო ეს შეკრება, რომელიც ჩატარდა. ჩვენ უნდა მივიღოთ ახლავე ზომები იმისათვის, რომ ნებისმიერი გართულება, პრობლემა, სირთულე, ავიცილოთ თავიდან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0