ირაკლი კობახიძე სტოკჰოლმის უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორს შეხვდა

07/12/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, სტოკჰოლმის უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის (ISDP) დირექტორს, ნიკლას სვანსტრომს შეხვდა.მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.
საუბარი შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობას. იმსჯელეს რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე.
უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა ქართულ კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0