ირაკლი სესიაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

02/02/2018

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს, როზარია პულიზის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა კომიტეტსა და სამეკავშირეო ოფისს შორის უკვე არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

„წლების განმავლობაში ნატოს სამეკავშირეო ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, რომელიც სხვადასხვა სფეროს მოიცავს. ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მხრივ წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს და ამ მხრივ, მიმდინარე წლისთვის, გარკვეული გეგმები დავსახეთ. შეხვედრაზე სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელთან მარტის დასაწყისში ერთობლივი კონფერენციის გამართვა დავგეგმეთ, რომელიც პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს და საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამოყენების საკითხებს დაეთმობა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0