ირაკლი ტაბაღუა შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალურ დირექტორს შეხვდა

11/12/2017

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მოადგილეებთან, დავით კეკელიძესა და გოჩა ლორიასთან ერთად, შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალურ დირექტორს, გიორგი ცხადაძეს, კომპანიის დირექტორს ოპერაციული მართვის დარგში, მამუკა კიკალიშვილსა და ,,რუსთავის წყალის’’ გენერალური დირექტორის მოადგილეს, თემურ ჯანელიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე ქალაქის წყალმომარაგებაში არსებული პრობლემების მოგვარების გზები და წყალარინების სისტემის მოწესრიგების საკითხები განიხილეს.
რუსთავის მერმა განსაკუთრებული ყურადღება ავარიული დაზიანებების სიხშირის, მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების შეზღუდვის საკითხებზე გაამახვილა და კომპანიის წარმომადგენლებისგან აღნიშნული პრობლემების მოგვარების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოისმინა.
შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ხელმძღვანელებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ,,რუსთავის წყალის’’ მიერ შესრულებული სამუშაოებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია.
მომავალ წელს,რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, კომპანია 5 მლნ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს. ,,რუსთავის წყალის” წარმომადგენლის ინფორმაციით, უკვე შეიძინეს სპეციალური მანქანაც, რომელიც ქალაქში წყალარინების ქსელის მოწესრიგებას უზრუნველყოფს.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები თანამშროლობასა და აქტიურ კომუნიკაციაზეც შეთანხმდნენ, რათა დროულად და ეფექტურად მოხდეს რუსთავის წყალმომარაგებაში წარმოქმნილი ხარვეზების გამოსწორება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0