კახა კალაძე, ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნებზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

04/10/2017

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნებზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, კორინ იონკერს შეხვდა.
შეხვედრას, რომელიც მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბში გაიმართა, ეუთო-ს ანალიტიკოსები დიმაშ ალჟანოვი და ივან გოდარსკი, ასევე, კახა კალაძის გუნდის წევრები მაია ბითაძე და ირაკლი ხმალაძე ესწრებოდნენ.
როგორც მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს მათ მიერ დასმულ ყველა კითხვაზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0