ლევან ლიპარტია უკრაინის ელჩს შეხვდა

12/02/2018

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ უკრაინის ელჩს საქართველოში იგორ დოლგოვსა და მის მოადგილეს ოლეგ პოგონეტს უმასპინძლა.
ელჩმა ახლადარჩეულ მერს ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობა უსურვა. როგორც იგორ დოლგოვმა აღნიშნა მას ბორჯომთან გასაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.

“საუკუნე ნახევარზე მეტია რაც უკრაინელები ბორჯომის ხეობაში დასახლდნენ. ყველაზე მეტი უკრაინელი დაბა ბაკურიანში ცხოვრობს. ქართველი და უკრაინელი ხალხის თანაცხოვრება საუკეთესო მაგალითია ორი ერის მეგობრობისა. სურვილი გვაქვს, რომ ეს კავშირი ჩვენი და ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით, კიდევ უფრო გაღრმავდეს,“- აღნიშნა ელჩმა.

ლევან ლიპარტიამ თანამშრომლობისათვის სრული მზაობა გამოთქვა. მისი თქმით, ის ყოველთვის დაუჭერს მხარს ახალ ინიციატივებს, რომლებიც ორი ერის დაახლოებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრისას ელჩმა ახლადგამოცემული წიგნის შესახებაც ისაუბრა, რომელიც მეცნიერებათა დოქტორის ბორის სინიუკის მიერ გამოიცა და უკრაინელთა ბორჯომში გადმოსახლების ფაქტებს ასახავს.
საუბარი შეეხო ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტსა და მის დამეგობრებულ უკრაინის ქალაქ პოლტავასთან ურთიერთობის საკითხს. მხარეები საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და უფრო მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მარინა ხუჯაძე და საკრებულოს დეპუტატი ვიოლეტა ბალახაშვილი დაესწრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0