მაკა ჩიჩუა „სოციალური თერაპიის სახლს“ ეწვია

27/04/2017

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს „სოციალური თერაპიის სახლს“ ეწვია, რომელიც სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ზრდასრულ ადამიანებს 1990 წლიდან ემსახურება.
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური დახმერებით „სოციალური თერაპიის სახლმა“ სტამბისთვის ახალი საბეჭდი დანადგარები შეიძინა.
მაკა ჩიჩუამ „სოციალური თერაპიის სახლში“ მოქმედი სახელოსნოები დაათვალიერა, ბენეფიციარებს გაესაუბრა და სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
ცენტრის ტერიტორიაზე 7 სხვადასხვა პროფილის სახელოსნო-საწარმო ფუნქციონირებს: საქსოვი, სადურგლო, სტამბა, სანთლების, მეორადი ქაღალდებისა და სამზარეულო, რომლებშიც ბენეფიციარები პროდუქციას ამზადებენ.
თერაპიულ სახელოსნოებში ამჟამად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 50 პირი საქმიანობს და ჩართულია მხატვრულ და კულტურულ აქტივობებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0