მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით პედაგოგებთან შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მასწავლებლებს“ დაიწყო

08/01/2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით პედაგოგებთან შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მასწავლებლებს“ დაიწყო.
შეხვედრაზე ისაუბრეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაზე, დამამთავრებელ გამოცდებზე, სახელმძღვანელოებზე, მშობლებთან კომუნიკაციაზე და სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.
მასწავლებლებთან დიალოგი გაგრძელდება, მინისტრი და სამინისტროს ყველა წარმომადგენელი მზად არის მოუსმინოს თითოეულ პედაგოგს და გაიზიარონ მათი მოსაზრებები.
შეხვედრის მონაწილე პედაგოგებს გადაეცათ ლიტერატურა კლასის მართვის საკითხებზე, ასევე ბულინგთან და ძალადობასთან დაკავშირებული საინფორმაციო ფლაერები, რომელსაც უახლოეს დღეებში ყველა მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი მიიღებს, რათა იყვნენ ინფორმირებულნი, თუ რას ეხება ბულინგი, რა არის ძალადობა, როგორ უნდა იმოქმედონ ასეთ სიტუაციაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0