ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში დასრულდა

03/03/2017

ნატოს სამხედრო კომიტეტის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლებმა, კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ პეტრ პაველის ხელმძღვანელობით საქართველო უკვე დატოვეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს დელეგაცია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გააცილა და წარმატებული ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
ალიანსის სამხედრო კომიტეტმა საქართველოში ვიზიტი უკვე მეორედ გამართა, რაც ალიანსის მხრიდან მკაფიო გზავნილია, რომ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და მის მისწრაფებას ალიანსში გაწევრიანების გზაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0