ნიკოლოზ ლატარია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა

15/12/2017

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რამაზ ჩხიკვაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა წარმოადგინეს, რომლის მიზანსაც საკრებულოს წევრების ამომრჩევლებთან ურთიერთობის პრაქტიკის გაუმჯობესება, ადგილობრივი კანონმდებლობის ირგვლივ შედეგიანი საჯარო დისკუსიების წარმართვა, აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტური ზედამხედველობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალი საკრებულოს წევრების გავლენის გაზრდა წარმოადგენს.
ნიკოლოზ ლატარიამ მზადყოფნა გამოქთვა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ მიესალმება ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს საკრებულოს შესაძლებლობებისა და კომპეტენციის გაზრდას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0