ნიკოლოზ ჯანიაშვილი პოლონელ ექსპერტს შეხვდა

13/02/2018

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ვარშავის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო გეოგრაფიისა და რეგიონალური კვლევების ფაკულტეტის პროფესორს , ექსპერტ პაველ სვიანიევიჩს უმასპინძლა. ნიკოლოზ ჯანიაშვილმა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესებით, ასევე, არსებული მომსახურების სერვისებით დაინტერესებულ პროფესორს დედოფლისწყაროს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

“გასულ წლებთან შედარებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება თითქმის გახუთმაგდა და 2017 წელს 1, 5 მილიონი ლარი შეადგინა . მიმაჩნია, რომ თვითმმართველობების განვითარებისთვის მათთვის მეტი უფლებების მინიჭებაა საჭირო. მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს გადმოგვეცემა საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა და, ვფიქრობ, ეს ძალიან დადებით შედეგს გამოიღებს. იგივე მოხდა სააღმზრდელო დაწესებულებების შემთხვევაშიც. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ჩვენი ბაგა-ბაღები არის მართლაც სანიმუშო როგორც კვებით, ასევე ინფრასტრუქტურითაც. ასევე შევქმენით შესაბამისი პირობები ინკლუზიური ბავშვებისთვისაც. ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ აღსაზრდელების რაოდება გასამმაგდა. ეს ყველაფერი კი დიდი შრომის შედეგია, რაც ნამდვილად არ გვეზარება“-განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა პაველ სვიანიევიჩთან საუბარში.

პაველ სვიანიევიჩმა მერს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოკლე დროში ამდენი წარმატებული პროექტის განხორციელება დასაფასებელი და ყველასთვის სამაგალითოა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0