ნიკოლოზ ჯანიაშვილი საჯარო სკოლის დირექტორებს შეხვდა

12/02/2018

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოადგილესთან , მალხაზ მერაბიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, დავით ფხოველიშვილთან ერთად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსს ეთერ დავითაშვილსა და საკჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრაზე ნიკოლოზ ჯანიაშვილი სკოლების ინფრასტრუქტურითა და პრობლემებით დაინტერესდა და მერიის წარმომადგენლებთან ერთად მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
სამუშაო შეხვედრის აუცილებლობა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომლის თანახმადაც, სკოლების ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი განათლების სამინისტროდან ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაეცემა.
,, მივესალმები საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რადგან ვფიქრობ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი რეაგირება და მოქმედება იქნება გაცილებით სწრაფი და ოპერატიული, ვიდრე ეს აქამდე იყო შესაძლებელი. მთავარია ერთად დგომა და საქმის დიდი პასუხისმგებლობით კეთება. მხოლოდ ასე ვიმუშავებთ ეფექტურად და ჩვენი ახალგაზრდებისათვის ღირსეული პირობების შექმნას. დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით გეტყვით, რომ ყველა პრობლემას ერთ დღეში ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ მდგომარეობას თვალსაჩინოდ შევცვლით. წარმატებას აღწევს ის, ვინც აკეთებს იმაზე მეტს, ვიდრე უბრალოდ ევალება. სწორედ ასეთი მიდგომებით უნდა ვიმუშაოთ მომავალში“-განაცხადა შეხვედრაზე ნიკოლოზ ჯანიაშვილმა. მერმა სევე აღნიშნა, რომ პროექტის- ,,ერთი დღე სოფელში“- ფარგლებში , ამიერიდან საჯარო სკოლებსაც ეწვევა და მდგომარეობას ადგილზე გაეცნობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0