პლატონ კალმახელიძემ ევროპის ჩემპიონს ჭაბუკებს შორის – მიხეილ ბახბახაშვილს 3000 ლარიანი და მსოფლიოს პრიზიორს – დავით ბახბახაშვილს 500 ლარიანი ვაუჩერი გადასცა

18/10/2017

ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ ევროპის ჩემპიონს ჭაბუკებს შორის – მიხეილ ბახბახაშვილს 3000 ლარიანი და მსოფლიოს პრიზიორს – დავით ბახბახაშვილს 500 ლარიანი ვაუჩერი გადასცა,შეხვედრას ესწრებოდნენ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, ააიპ „ჭიდაობის სპორტული სკოლა თელავის“ დირექტორი ზაქარია კევლიშვილი, ჭიდაობის სპორტული სკოლა თელავის თანამშრომლები და სპორცმენები მათ მადლობა გადაუხადეს ქალაქის მერს სამი წლის მანძილზე გაწეული შრომისთვის, გვერდში დგომისათვის და გადასცეს მადლობის სიგელი. შეხვედრა თბილ და მეგობრულ გარემოში გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0